logo
ENG



ლედ ზეპელინმა ​Stairway To Heaven-ის საავტორო უფლებებზე დავა მოიგო

10 მარ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

ლედ ზეპელინმა შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოში საავტორო უფლებებზე დავა მოიგო. საუბარია როკ ჯგუფის ლეგენდარულ სიმღერაზე Stairway To Heaven, რომლის მელოდიის დასაწყისზე პრეტენზია ამერიკულ ჯგუფს- „სპირიტს“ ჰქონდა. ისინი ლედ ზეპელინს მელოდიის მოპარვაში ადანაშაულებდნენ.

სპრიტმა თავისი ჰიტი, Stairway To Heaven-ის გამოსვლამდე სამი წლით ადრე დაწერა და ლედ ზეპელინის წინააღმდეგ პირველად სარჩელი სასამართლოში 2014 წელს შეიტანა. 2016 წელს სასამართლომ ლედ ზეპელინი გაამართლა, სან ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 


close დახურვა